კობახიძემ კორუფციაზე მიანიშნა: ჭორაობდნენ, რომ [გახარიამ] საკუთარი აგრარული ბიზნესი მოიწყო
ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ წლების წინ, ექს-პრემიერზე "ჭორაობდნენ, რომ საკუთარი აგრალული ბიზნესი მოიწყო სამეგრელოსა და შიდა ქართლში", თუმცა "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, ეს არ იყო სისტემური კორუფცია და საქმე „ქართულ-ჯიგრულ პონტში“ არსებულ შემთხვევებთან გვაქვს.
[კორუფცია] არ იყო 14 წლიანი პრობლემა და თვქენ შეგიძლიათ გაისხენოთ პრემიერ-მინისტრები, მაგალითად, იგივე გახარიასთან დაკავშირებით, შეიძლება იყო ერთი-ორი შემთხვევა, რაზეც ჭორაობდნენ, მაგალითად, საუბრობდნენ იმაზე, რომ საკუთარი აგრარული ბიზნესი მოიწყო ერთი სამეგრელოში, ერთი შიდა ქართლში, მაგრამ ეს იყო ერთი პატარა „ქართულ-ჯიგრულ პონტში“ შემთხვევები, როგორც თვითონ ამბობდა, მეტი არაფერი სისტემურ კორუფციაზე არავინ საუბრობს გახარიას პერიოდში"- თქვა კობახიძემ.