ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილი ძალადობის საქმე - რა ჩვენება მისცა გამომძიებელმა, ვინც ბრალდებულები ამოიცნო

12.10.26 15:57
ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილი ძალადობის საქმე - რა ჩვენება მისცა გამომძიებელმა, ვინც ბრალდებულები ამოიცნო

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე  დაკავებულები ირაკლი სულაბერიძის  და დემეტრე კასრაძის პროცესზე  მთავარი გამომძიებელი გამოიკითხა. 

გიორგი გოგუამ დეტალურად ისაუბრა მის მიერ ე.წ. დიღმის ძალადობების საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე. 

ეს ის ძირითადი გამომძიებელია  ვინც დეტალურად დაათვალიერა ძალადობის ამსახველი კადრები და ამოიცნო ის არასრულწლოვნები, რომლებსაც დღეს ბრალდებულის სტატუსი აქვთ. 

როგორც ბრალდების მხარე ამბობს, მოქმემ ამავე კადრებში ამოიცნო გოგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის მუხლით მსჯავვრდებული დემეტრე ჩიქოვანი.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საქმის ძირითადი გამომძიებელი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტიდან, გიორგი გოგუა, რომელმაც სრულყოფილად ისაუბრა მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე. 

საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები ვიდეო-კამერის ჩანაწერის სახით, ასევე მოწმეთა ჩვენებების სახით. მობილური ტელეფონის ნომრების დეტალური და აღების შესახებ ინფორმაციით და ასევე წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც ცალსახად ადასტურებს ყველა წარდგენილი ქმედების ჩადენას, კონკრეტულად, ამ ორი ბრალდებულის მიერ.

სამართლებრივ სფეროში ფიზიკურად ამაზე მეტი, ამაზე მრავალფეროვანი და არა ერთი მტკიცებულების მოპოვება ფიზიკურად შეუძლებელია, იმდენად მყარი და მრავაფეროვანი მტკიცებულებები არსებობს ამ ორ ბრალდებულთან დაკავშირებით"- აცხადებს საქმის პროკურორი ქეთი სონიძე. 

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ძალადობაში მონაწილე სკოლის მოსწავლეები მძიმე ფაქტების ამსახველ მტკიცებულებებს მობილურ ტელეფონებში ინახავდნენ და სოციალურ  ქსელებში ავრცელებდნენ.

 ირაკლი სულაბერიძეს და დემეტრე კასრაძეს ხელბორკილები 27 მაისს დაადეს. 

  • გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის თებერვალში, ღამის საათებში, ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა, დემეტრე კასრაძემ, ირაკლი სულაბერიძემ და სხვა პირებმა იმ მოტივაციით, რომ თითქოსდა დაზარალებული ერთ-ერთი მათგანის ახლობელ გოგონას სოციალური ქსელის მეშვეობით წერდა, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.
  • ასევე, საქმის მასალების მიხედვით, იმავე წლის ივლისში, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე სხვა პირებთან ერთად, ფიზიკურად უმოწყალოდ გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ძალადობის პროცესი კი ასევე მობილური ტელეფონით გადაიღეს.

მსგავსი სიახლეები