თუ დაგვეზარება, მივიღებთ ცარიელ თეფშებს, ცოტა ობიანს რუსულად - ვინ უერთდება 28 ნოემბერს დიდ აქციას

26.11.26 20:26
თუ დაგვეზარება, მივიღებთ ცარიელ თეფშებს, ცოტა ობიანს რუსულად - ვინ უერთდება 28 ნოემბერს დიდ აქციას

ორი დღე მასშტაბურ აქციამდე - საქართველოს მოქალაქეები 28 ნოემბერს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად ქუჩაში ისევ გამოვლენ. 

შაბათის დიდი პროტესტი კობახიძის ორი წლის წინანდელი სკანდალური განცხადების გაგრძელებაა. 

2 წლის წინ კობახიძემ თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურს. 

28 ნოემბერს უნდა გამოჩნდეს ღირს თუ არა ჩვენ თავთან მარტო დარჩენა და სარკეში შეგვრცხვება თუ არა ჩახედვა. რამდენი უნდა ვიყოთ და როგორ უნდა ვიყოთ ეგ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ ალბათ, მარტო სარკესთან, სხვა ვერ გვეტყვის მაგას. თუ დაგვეზარება, მივიღებთ ცარიელ თეფშებს გახეხილს და ცოტა ობიანს რუსულად" - აცხადებს აქციებზე დაკავებული და რამდენიმე დღის წინ ციხიდან გათავისუფლებული გიორგი ოკმელაშვილი. 

აქციაზე იქნება კიდევ ერთი ყოფილი პატიმარი, გელა ხასაია. 

ეს არის დღე, როცა ადამიანებს შეუძლიათ გააპროტესტონ ყველა ის პრობლემები, რაც მოხდა - არ აქვს მნიშვნელობა ის ადამიანებზე ძალადობა იქნება, ცხოველებზე წამება, კორუფცია თუ  ა.შ. ჩემთვის 28 რიცხვი არის შეჯამება იმ ქოცური დანაშაულებების, რომლებიც მათ ჩაიდინეს. 

ერთად შევიკრიბოთ და კიდევ ერთხელ გადავტეხოთ ის  ქოცური პროპაგანდა, რომელიც საზოგადოებას მუდმივად ეუბნება, რომ თითქოს ისინი არიან უმრავლესობაში, რაც რეალურად ასე არ არის და დარწმუნებული ვარ ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ 28-ში" - აცხადებს გელა ხასაია.

2026 წლის 28 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი საპროტესტო მსვლელობისთვის მონაწილეები საღამოს 19:00 საათზე ორ ლოკაციაზე - ავლაბრის მეტროსთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (თსუ) შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით თავისუფლების მოედნისა და პარლამენტის მიმართულებით გაემართებიან. 

მსგავსი სიახლეები