განხილვა საქართველოს შესახებ - რიკარდ იოზვიაკი მინისტრების ინტერესის შესახებ წერს

12.10.26 16:38
განხილვა საქართველოს შესახებ - რიკარდ იოზვიაკი მინისტრების ინტერესის შესახებ წერს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოს საკითხზე მოკლედ იმსჯელეს - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, მინისტრების უფრო ვრცელი დისკუსია იანვარშია მოსალოდნელი.

არსებითად, მათი პოზიცია კვლავ უცვლელია: ქვეყანაში შეინიშნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური უკუსვლა, თუმცა არსებობს გარკვეული ინტერესი პოლიტიკურ დონეზე ქვემოთ ისეთ საკითხებზე თანამშრომლობის მიმართ, როგორიცაა დაკავშირებადობა“, - წერს იოზვიაკი სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი სიახლეები