ადვოკატი პასუხობს კითხვას, გაუგზავნა თუ არა წერილი ღარიბაშვილმა ციხიდან ივანიშვილს

12.10.26 17:18
ადვოკატი პასუხობს კითხვას, გაუგზავნა თუ არა წერილი ღარიბაშვილმა ციხიდან ივანიშვილს

 

 

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის ადვოკატი, ლილი გელაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ციხიდან წერილი ბიძინა ივანიშვილისთვის არ გაუგზავნია. 

იურისტი ამბობს, რომ პატიმარი წერილების გამოქვეყნებას ისევ აპირებს, რომელსაც მისი შეფასებით "სარკისებური ეფექტი აქვს".

გელაშვილმა უპასუხა "ქართული ოცნების" განცხადებებსაც, რომლის მიხედვითაც  "ღარიბაშვილი განულებული პოლიტიკოსია".

ექს-პრემიერის ადვოკატი სხამს კითხვას, "რატომ ეშინიათ პატიმარი კაცის". 

ხომ არ აქვს  რეიტინგი?! როგორც თავად ამბობენ, შეეშვან მაშინ, რისი ეშინიათ?! პატიმარი კაცის რატომ ეშინიათ?! ეს კითხვა მაქვს მარტო, პატიმარი კაცის რატომ ეშინიათ?! თუ ის იყო პოლიტიკურად გაკოტრებული, მაშინ რაღას სთხოვდნენ და რაღა იმ წერილით, რაც შეუგზავნეს: "იძულებული ვარ და აუცილებელია ახალი ბრალი, იმიტომ, რომ რაღაც შანსები მაინც არსებობს, თუნდაც ერთი-ორი პროცენტის გადაზღვევა".

ირაკლი ღარიბაშვილი არავის არაფერს არ უთვლის. ის, რასაც თვლის და რაც მიაჩნია, ასე ნაწილ-ნაწილ მიაწოდოს საზოგადოებას თავის წერილებში ასახავს. სხვა კომუნიკაციის საშუალება მას აქვს?! - არ აქვს. ეს წერილები გაგრძელდება...

არის ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა ერთ წერილში ღარიბაშვილმა: „ჩემი წერილები და ჩემი განცხადებები იქნება სარკისებური ეფექტის, გავრცელებული და გაგზავნილი, რასაც განაცხადებს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები". მიხვდით? "სარკისებური ეფექტი" ხომ ძალიან მარტივად გასაგებია, რასაც იტყვიან და რასაც განაცხადებენ მასზე, ის უპასუხოდ არ დატოვებს.

სრული კატეგორიით ვაცხადებ, [არ შეგვიტანია ბიძინა ივანიშვილის წერილი] ასეთი წერილების შეტანით ჩენ არა ვართ დაკავებულები, მართლა ოღონდ, გულწრფელად გეუბნებით, არანაირი წერილი არ შეგვიტანია. არც ღარიბაშვილს გაუგავნია [ბიძინა ივანიშვილისთვის წერილი]" - თქვა ადვოკატმა. 

მსგავსი სიახლეები