N6 ციხის ბადრაგების ცემის ფაქტზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინეს

12.10.26 17:35
N6 ციხის ბადრაგების ცემის ფაქტზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინეს

პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინეს - განცხადებას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების მტკიცებით, „იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N6 დაწესებულების, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანში მოთავსებულმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულმა ბ. ჭ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საკანთან შემოწმების მიზნით მისულ დაწესებულების დირექტორის მოადგილეს". 

"ასევე, 4 ოქტომბერს N6 პენიტენციური დაწესებულებაში, სასეირნო სივრციდან დაბრუნებისას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ჯ. ჯ. და მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ვ. თ. თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს“, - ამბობს პროკურატურა. 

მსგავსი სიახლეები