მამუკა მდინარაძემ ახალი საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
მამუკა მდინარაძე ბიზნესში წავიდა.
ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მდინარაძემ ახალი საკონსულტაციო კომპანია „მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი“ დააფუძნა.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება 27 აგვისტოს გააკეთა.
მოგვიანებით კი, ირაკლი კობახიძის განკარგულებით მას სახელმწიფო დაცვა დაენიშნა.