მდინარაძის ოფისი ვერის პარკის ბიზნეს ცენტრში განთავსდება
მამუკა მდინარაძის ახალი კომპანიის ოფისი, ვერის პარკის ბიზნეს ცენტრში განთავსდება, ეს დედაქალაქის ერთ ერთი ყველაზე ძვირადღირებული საოფისე სივრცეა.
კომპანია "ინოფისი ვერის პარკმა" მამუკა მდინარაძეს ამ ოფისის იურდიულ მისამართად გამოყენების უფლება 2026 წლის 9 ოქტომბერს მისცა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მდინარაძემ ახალი საკონსულტაციო კომპანია „მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი“ დააფუძნა.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება 27 აგვისტოს გააკეთა. ის ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, სექტემბრიდან მას რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალი პოსტი უნდა დაეკავებინა.
მოგვიანებით კი, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, მას სახელმწიფო დაცვა დაენიშნა.