"ბრიუსელის ბიუროკრატია ცურავს დინების წინააღმდეგ" - მახაშვილი EU-ს ელჩს აკრიტიკებს
„ქართული ოცნება“ ბრიუსელს დიალოგისკენ მოუწოდებს, პარალელურად კი ევროკავშირის ელჩის მისამართით კრიტიკას აგრძელებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ლევან მახაშვილმა ბრიუსელი იზოლაციის პოლიტიკაში დაადანაშაულა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან დაკავშირებული ღონისძიებაც გააკრიტიკა.
დეპუტატმა ელჩის მონაწილეობა ღონისძიებაში დიპლომატიური საქმიანობის კონტექსტში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ „ევროკავშირის ელჩმა კარგად იცეკვა და მოილხინა“.
ბრიუსელის ბიუროკრატია ცურავს დინების წინააღმდეგ, ევროკავშირის უმრავლესი წევრი სახელმწიფოების საზიანოდ. როგორც არასდროს, დღეს არის დიალოგის და არა იზოლაციის დრო. საქართველო იანვარშიც, აპრილშიც, ივლისშიც და ნოემბერშიც იქაა და იქ იქნება, სადაც ყველა პასუხისმგებლიანი პარტნიორი, ანუ დიალოგის მაგიდასთან.
ამ დღეებში ჩვენ საქართველოში ვიხილეთ დიპლომატიური საფარველის ქვეშ უხვად როგორ გადმოიღვარა ანტისამთავრობო სიძულვილიც. მე, უპირველესად, ვგულისხმობ საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში გამართულ ღონისძიებას, რომელიც დაკავშირებული იყო ევროკავშირის დელეგაციასთან და კითხვა მაქვს, თუნდაც ამ ადამიანებთან, ვინც ეს დააორგანიზა ან ელჩთან პირადად, ეს არის საჯარო დიპლომატია? ან დიპლომატიური საქმიანობა? ხალხის მაგინებლების წახალისება და მათ დაკრულზე ცეკვაა ქართელების პატივისცემა? ასე ესმით ან დიპლომატია, ან ქართველების სიყვარული? ატარებ ქართველების უძველეს ტრადიციას, რთველს ქართელების მაგინებლებთან ერთად და მერე გინდათ, რომ საქართველოს მოსახლეობას ესაუბროთ ევროკავშირის მხრიდან მომდინარე სიკეთეებზე? ევროკავშირის ელჩმა კარგად იცეკვა და მოილხინა, მისგან განსხვავებით ნამდვილად არ აქვთ საცეკვაოდ საქმე მის კოლეგებს მოლდოვასა და უკრაინაში და იმედია, ამას ეს ადამიანი, ვგულისხმობ ევროკავშირის ელჩს, სათანადოდ დააფასებს, - განცხადა ლევან მახაშვილმა.