„შეწყვიტეთ ელიტის მომსახურება ბიუჯეტიდან" - ვიკა ფილფანი "ოცნებას"

13.10.26 15:57
„შეწყვიტეთ ელიტის მომსახურება ბიუჯეტიდან" - ვიკა ფილფანი "ოცნებას"

გახარიას გუნდის წევრი, ვიკა ფილფანი ხელისუფლებას პენსიების უფრო მეტად გაზრდისკენ მოუწოდებს და საბიუჯეტო სახსრების განაწილებას აკრიტიკებს. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა. 

მისი განცხადებით, მაშინ, როცა პენსიონერებისთვის თანხის დამატება ბიუჯეტში რესურსების სიმცირით აიხსნება, ხელისუფლება მაღალჩინოსნების ხელფასების ზრდასა და სხვა ხარჯებზე მნიშვნელოვან თანხებს გამოყოფს.

ფილფანი მმართველ გუნდს მოუწოდებს, შეამციროს პრივილეგირებული ხარჯები და გამოთავისუფლებული თანხები პენსიების გასაზრდელად მიმართოს. 

ერთი კვირის წინ 20 ლარით ზრდიდით პენსიას, საკუთარ ხელფასებს 17 ათას ლარამდე. რომ გითხარით, სირცხვილია პენსიის 20 ლარით გაზრდაო, მაშინ თქვენ გვიპასუხეთ, რომ ფული არ გვაქვს ბიუჯეტშიო. შემდეგ გაიძულეტ დე კიდევ 25 ლარი დაგამატებინეთ და გაპოვნინეტ ამ ბიუჯეტში. ახლა, იქნებ დაძებნოთ და იქნებ 200 ლარიც იპოვოთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ არის ბიუჯეტში ამის შესაძლებლობა. შეწყვიტეთ ხელფასების მომატება, შეწყვიტეთ ავტომობილების ყიდვა, ავეჯის ყიდვა საკუთარი კაბინეტებისთვის, არაფრისმომცემი ვოიაჟები ევროპის და სხვა კონტინენტებზე და დროებით იქნებ გვერდზე გადავდოთ ეს ელიტის მომსახურება ბიუჯეტიდან, - თქვა ვიკა ფილფანმა. 

მსგავსი სიახლეები