სალომე ზურაბიშვილი დასავლეთს მოუწოდებს, იპოვონ გზები რუსული ტექნოლოგიების წინააღმდეგ
სალომე ზურაბიშვილი დასავლელ პარტნიორებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე უფრო ქმედითი რეაგირებისკენ მოუწოდებს. ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ საქართველო წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებს, თუმცა რუსული გავლენისა და რეპრესიული მექანიზმების შესაჩერებლად საერთაშორისო მხარდაჭერა აუცილებელია.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა კიბერშეტევებზე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ საფრთხეებზე, სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლო გზებსა და საქართველოს „ნაცრისფერ ზონად“ გადაქცევის რისკზე. მისი თქმით, ამ გამოწვევებთან გამკლავება და საკუთარი საზღვრების დაცვა ევროპელი პარტნიორების პასუხისმგებლობაცაა.
მე ხშირად მეკითხებიან: რა შეგვიძლია გავაკეთოთ?
ჩემი საქმე არ არის, შევიმუშაო გეგმა, ვიცოდე, როგორ შეუძლიათ მათ იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც რეპრესიული რეჟიმის ქვეშ იმყოფებიან.
მე იქ ვარ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველას ჰგონია, რომ ქვეყნის გარეთ ვარ. თუმცა, იცით, მე ქვეყანაში ვარ და იქ დავრჩები, ისევე როგორც ჩემი ბევრი კოლეგა პოლიტიკაში თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში.
ქვეყანა ჯერ კიდევ იბრძვის და ჩვენი პარტნიორების საქმეა დასავლეთში, ევროპაში, იპოვონ გზები, თუ როგორ შეიძლება ამ რუსული ტექნოლოგიების შეჩერება და მათთვის წინააღმდეგობის გაწევა. ტექნოლოგიების, რომლებიც ყველა ფინანსური კავშირის გაწყვეტას და ნებისმიერი საპასუხო პროპაგანდის დაუშვებლობას გულისხმობს.
როგორ ვებრძოლოთ კიბერშეტევებს? როგორ ვებრძოლოთ ხელოვნურ ინტელექტს? როგორ ვებრძოლოთ იმ ფაქტს, რომ საქართველო ნაცრისფერ ზონად, ნაცრისფერ ტერიტორიად იქცევა?
მე ვერ ვიქნები ის ადამიანი, რომელიც გამოავლენს ფაქტებს იმის შესახებ, თუ როგორ უვლიან ისინი გვერდს სანქციებს.
ჩვენ არანაირი საშუალება არ გვაქვს.
ევროპელების საქმეა, ამ დროისთვის დაიცვან თავიანთი გარე საზღვრები, - განაცხადა ზურაბიშვილმა.