სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის სენატში სენატის ვიცე-მარშალს, მიხალ კამინსკის შეხვდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის სენატში სენატის ვიცე-მარშალს, მიხალ კამინსკის (Michał Kamiński) შეხვდა.
ინფორმაციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
დახურული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ქართველი ხალხის შეუპოვრობა და გამძლეობა განიხილეს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლაში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი ხალხის ურყევ ნებას, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, თავისუფლება და საქართველოს ევროპული მომავალი, მიუხედავად ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა, - აღნიშნულია ინფორმაციაში.