მანანა კობახიძემ იპოვა ძალა ეთქვა, რომ პოლიტიკური პარტიების გაქრობის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებდა - ეკა ბესელია

13.10.26 21:20
მანანა კობახიძემ იპოვა ძალა ეთქვა, რომ პოლიტიკური პარტიების გაქრობის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებდა - ეკა ბესელია

მანანა კობახიძის გადაწყვეტილება ჩემთვისაც იყო პატარა სინათლე აი, ამ გამოქვაბულში, სადაც არის სამართლებრივად პოლიტიკური პროცესი, - ასე აფასებს “მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი, ეკა ბესელია კობახიძის გადაწყვეტილებას, საკონსტუტიციო სასამართლოდან წასვლის თაობაზე.

ბესელია დარწმუნებულია, რომ კობახიძეს ამდენი ხანი ჰქონდა შინაგანი პროტესტი იმ ყველაფერზე, რაც აქამდე ხდებოდა და სწორედ ახლა იპოვა ძალა, საკუთარ თავში ეთქვა, რომ ასეთ საზიანო, უკიდურესად სახიფათო პროცესში, რასაც ჰქვია პოლიტიკური პარტიების გაქრობა პოლიტიკური ველიდან, ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიეღო.

ჟურნალისტის კითხვაზე, თავისით წავიდა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოდან თუ აიძულეს წაწულიყო, ბესელია შემდეგნაირად პასუხობს:

სხვა შემთხვევაში იმ ვერსიას განვიხილავდი, ხომ არ აიძულეს ეს გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ მგონია, რომ თავად მანანას გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ ახლა უკვე, როდესაც მას ბოლო ეტაპი აქვს სამოსამართლო უფლებამოსილების და უმთავრდება, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს პროფესიაში, ასეთ რამეებს ძალიან იმახსოვრებს და სულ რჩება. შეუძლებელია, რომ მას ეს შინაგანი პროტესტი, რაც დარწმუნებული ვარ მანამდეც ჰქონდა, ახლა არ გამოეხატა კონკრეტულ გადაწყვეტილებაში და მგონია, რომ ახლა საკუთარი გადაწყვეტილებით უნდა ეთქვა ის, რაც დღეს განცხადებით გავიგეთ. სხვა შემთხვევაში,  შესაძლოა, სხვა ვერსიაც განმეხილა, მაგრამ ახლა მაინც ვფიქრობ, მან იპოვა ძალა, საკუთარ თავში ეთქვა, რომ ასეთ საზიანო, უკიდურესად სახიფათო პროცესში, რასაც ჰქვია პოლიტიკური პარტიების გაქრობა პოლიტიკური ველიდან, ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიეღო. იმედია მაქვს, კიდევ გამოჩნდება ვინმე, - განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.

ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

მანამდე, მანანა კობახიძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდებას ითხოვდა. 

მოსამართლის ეს მოთხოვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.