არ გამოვრიცხავ, ამ გენერალ მაიორსაც დასჭირდეს ადვოკატის დახმარება - ბესელია მდინარაძეზე

13.10.26 21:49
არ გამოვრიცხავ, ამ გენერალ მაიორსაც დასჭირდეს ადვოკატის დახმარება - ბესელია მდინარაძეზე

„მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი, ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ მამუკა მდინარაძეს ადვოკატის დახმარება დასჭირდეს.

როგორც მან “ტვ პირველის“ ერთერში სტუმრობისას განაცხადა, 

არ გამოვრიცხავ ამ გენერალ მაიორსაც დასჭირდეს ადვოკატის დახმარება. ამტიომ ადვოკატის პროფესიას ყველამ პატივი უნდა სცეს, საჭირო ხალხია, - თქვა ბესელიამ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა რაიმე ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, თუ უბრალოდ ვარაუდობს, ბესელიამ განაცხადა:

გამოძიებები ვიცი, რომ მიმდინარეობს, მის საქმიანობასაც სწავლობენ, ასე რომ, გამორიცხული არაფერი არ არის, მან ყველაზე უკეთ უწყის, უახლოეს წარსულში მიმოიხედოს, ისტორიები როგორ ვითარდება, არავინ რომ არაფრისგან დაზღვეული არ არის და მითუმეტეს, ვინც იცნობს ბიძინა ივანიშვილს, გამორიცხული რომ არაფერი არ არის. ეს იმისთვის, რომ ადამიანები დაფიქრდნენ, ვინც დღეს თანამდებობებზე რჩებიან, არაფერი არ არის მარადიული, - დასძინა მან.