მანანა კობახიძე გადადგა თუ გადააყენეს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს - ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მანანა კობახიძე გადადგა თუ გადააყენეს.
როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა, სავარაუდოდ, მან საკუთარი სინდისი დაიმშვიდა, თუმცა, მისი მხრიდან უკეთესი საქციელი იქნებოდა, დარჩენილიყო და იქ გამოეხატა პროტესტი.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება, იმის ნიშანია, რომ რეჟიმი საკუთარ სისუსტეს ებრძვის.
მანანა კობახიძე გადადგა თუ გადააყენეს, ამა დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ალბათ მისთვის აქვს მორალური მნიშვნელობა, თუ კი თვითონ გადადგა და ამდენი სინდისი მაინც ეყო, რომ გადამდგარიყო, თუმცა, მაინც შეიძლებოდა, რომ დარჩენილიყო და იქ გამოეთქვა თავისი განსხვავებული პოზიცია, რაც კიდევ უფრო დიდი სინდისის მაჩვენებელი იქნებოდა, მაგრამ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. ეს ყველაფერი არის ნიშნები რეჟიმის, რომელიც თავის თავში სისუსტეს ებრძვის, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.
ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
მანამდე, მანანა კობახიძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდებას ითხოვდა.
მოსამართლის ეს მოთხოვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.