ივანიშვილი პარტიების ე.წ. აკრძალვით ამომრჩევლებს კრძალავს - ირაკლი კუპრაძე

13.10.26 23:33
ივანიშვილი პარტიების ე.წ. აკრძალვით ამომრჩევლებს კრძალავს - ირაკლი კუპრაძე

ივანიშვილი პარტიებს კი არ კრძალავს, ამით ივანიშვილი, პარტიების ე.წ. აკრძალვით მილიონობით ამომრჩეველს კრძალავს, - ამის შესახებ “ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილი და მისი “არაქართული ოცნება“ ცდილობს, საზოგადოების პოლიტიკური არჩევნი გაანადგუროს. 

ივანიშვილი პარტიებს კი არ კრძალავს, ამით ივანიშვილი, პარტიების ე.წ. აკრძალვით მილიონობით ამომრჩეველს კრძალავს. ლელოს კი არ კრძალავს, მილიონობით მეტ ამომრჩეველს კრძალავს, სხვა პროდასავლურ პარტიების აკრძალვასთან ერთად და ამით,მოქალაქეს, აი, მაგალითად თქვენ, ხმას აძლევთ, რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, თქვენ აკრძალვას ეწევა, იმიტომ რომ თქვენს პოლიტიკურ არჩევანს ანადგურებს და თქვენთან ერთად, მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქის, უმრავლესობის. ანუ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ივანიშვილი და მისი არაქართული ოცნება თქვენ გეუბნებათ, რომ პოლიტიკური არჩევანი არ გაქვთ, შეზღუდული ხართ, არაფრის შესაძლებლობა არ გაქვთ. სინამდვილეში ეს არის, თორე პარტიულობის აკრძალვის პირობებში, რომ ვერ გააქრობს პოლიტიკურ პროცესებს, პოლიტიკურად ხომ ვერ ამკრძალავს, - განაცადა ირაკლი კუპრაძემ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებენ თუ არა სასამართლო პროცესებზე დასწრებას, კუპრაძემ შემდეგი პასუხი გასცა: 

მისვლა განიხილება, ადგილზე მხილება ამ პროცესის, სიყალბის. ეს პოლიტიკური პროცესია, მაგრამ სამართლებრივადაც იმდენად კარგად შეგიძლია თავზე დაახიო და დაახურო ეს სარჩელი, კობახიძეს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ ეს არის არასწორი, არაქართული მხარე, ამის ჩვენება ყველგან უნდა შევძლოთ. მიმდინარეობს მსჯელობა და უფრო მეტად ვიხრებით, რომ დავესწროთ. 

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21 ოქტომბრიდან ჩაინიშნა. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან გახდა ცნობილი.

მათი ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები