ბოკუჩავა: პარტიების აკრძალვა ივანიშვილის სავაჭრო მონეტაა საერთაშორისო პარტნიორებთან
ენმ-ს ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო პარტნიორებთან სავაჭრო მონეტად იყენებს. მისი თქმით, ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება სრული ერთსულოვნებით მიიღოს.
პარტიების გაუქმების საკითხი, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა ივანიშვილისთვის. ეს იყო ერთგვარი სავაჭრო მონეტა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან და უფრო მეტად სწორედ საერთაშორისო კონიუქტურით იღებდა ის ამ გადაწყვეტილებას, ეს ერთი და მეორე, რა თქმა უნდა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყოფილიყო აბსოლუტური ერთსულოვნება შიგნით საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც, მე ვიტყოდი, მონური მორჩილებითაც კი უნდა მიიღოს ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, - ამბობს თინა ბოკუჩავა.
საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.