გაჩერების და მოთმინების დრო აღარ გვაქვს - რეზო კიკნაძის მამა აქციაზე მივიდა

28.11.26 19:34
გაჩერების და მოთმინების დრო აღარ გვაქვს - რეზო კიკნაძის მამა აქციაზე მივიდა

აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძის მამამ, ილია კიკნაძემ, რომელიც დღეს, 28 ნოემბერს, თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდა, „ტვ პირველის“ ეთერში პატიმრობაში მყოფ მოქალაქეებსა და ბრძოლის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა.

კიკნაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 4 დეკემბერს პატიმრების გათავისუფლება დამატებით ძალასა და მუხტს შემოიტანს, მას დიდი სიხარულის პარალელურად სინანულიც აქვს, რადგან საპატიმროში სხვები რჩებიან.

„დღეს გახდა ორი წელი, როდესაც გამოვიდნენ, რეზოს სახლიდან წამოვიდა და არ გასულა ერთი კვირა და დაიჭირეს და ოთხში გამოვლენ ბიჭები, შემოგვიერთდებიან, უფრო დიდი ძალა, უფრო დიდი მუხტია. დიდი სიხარულიც მაქვს და დიდი სინანულიც და ცალი ფეხი ისევ ციხეში მრჩება“, -აღნიშნა მან.

ილია კიკნაძემ საპატიმროში დარჩენილი პირებიც ახსენა- მათ შორის პაატა ბურჭულაძე, ირაკლი აბესაძე და ზვიად ცეცხლაძე და სხვები  და ხაზგასმით განაცხადა, რომ მათი დახსნაც მალე უნდა მოხდეს, ხოლო ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან არც გაჩერების და არც მოთმინების დრო აღარ არის.

რჩებიან ბიჭები [ციხეში], ყველაზე უხუცესი პაატა, ირაკლი რჩება, ზვიადი გვრჩება და ეგ ბიჭებიც მალე უნდა დავიხსნათ და უნდა გავაგრძელოთ დიდი ბრძოლა, გაჩერების დრო აღარ გვაქვს და მოთმინების დრო. ველოდები ოთხ რიცხვს და აღარ გადის, გაიწელა“, -დასძინა რეზო კიკნაძის მამამ.

დღეს თბილისში დიდი საპროტესტო აქცია გაიმართება. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები და ტრადიციული შაბათის მარშის მონაწილეები დედაქალაქის მთავარ გამზირამდე რამდენიმე ლოკაციიდან დაიძრებიან.

ოპოზიციის ალიანის მსვლელობას თსუ-ის პირველი კორპუსიდან დაიწყებს და თავისუფლების მოედნისკენ გაემართება. ენმ მხარდამჭერებს ავლაბრის მეტროსთან ელოდება.  მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის კი 28 ნოემბრის აქციას ორბელიანის მოედნიდან შეუერთდება.

ავლაბრის მეტროდან გამართავენ მსვლელობას ტრადიციული შაბათის მარშის მონაწილეებიც.

პროტესტი ირაკლი კობახიძის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების წლისთავს ეძღვნება. "2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დავაყენებთ“ - თქვა კობახიძემ ორი წლის წინ, რასაც მოქალალაქეებს პროტესტი და ხელისუფლებუის მხრიდან მომიტნგეების არაერთი დარბევა მოჰყვა.  

 

მსგავსი სიახლეები