„შემიძლია ყველაფრის დავიწყება, თუ საქართველოსთვის ყველა გავერთიანდებით“ - ანატოლი გიგაური აქციაზე მივიდა

28.11.26 19:26
„შემიძლია  ყველაფრის დავიწყება, თუ საქართველოსთვის ყველა გავერთიანდებით“ - ანატოლი გიგაური აქციაზე მივიდა

ანატოლი გიგაური, რომელმაც საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა, დღეს დაგეგმილ აქციას უერთდება - ყოფილი პატიმარი მოქალაქეებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მზადაა ყველაფერი დაივიწყოს, თუ საზოგადოება საქართველოს საკეთილდღეოდ გაერთიანდება და არსებულ ხელისუფლებას შეცვლის. 

შემიძლია სულ ყველაფრის დავიწყება, თუ საქართველოსთვის ყველა გავერთიანდებით და მოვიშორებთ ამ მთავრობას, აი, ეს არის ჩემი სათქმელი.

აქციაზე ევროკავშირის და საქართველოს დროშებით მოვედი, რა თქმა უნდა, საქართველოს დროშა უნდა იფრიალოს"- თქვა მან. 

2 წლიანი პატიმრობის შემდეგ აქციებზე დაკავებულმა აქტივისტმა, გლდანის ციხე წინა კვირას დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას  ბრალი  „პოლიციელზე თავდასხმა“, შედარებით მსუბუქი მსს კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით გადაუკვალიფიცირა. 

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 2 წლის წინ 25 ნოემბერს დააკავეს.

დღეს თბილისში დიდი საპროტესტო აქცია გაიმართება. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები და ტრადიციული შაბათის მარშის მონაწილეები დედაქალაქის მთავარ გამზირამდე რამდენიმე ლოკაციიდან დაიძრებიან.

ოპოზიციის ალიანის მსვლელობას თსუ-ის პირველი კორპუსიდან დაიწყებს და თავისუფლების მოედნისკენ გაემართება. ენმ მხარდამჭერებს ავლაბრის მეტროსთან ელოდება.  მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის კი 28 ნოემბრის აქციას ორბელიანის მოედნიდან შეუერთდება.

ავლაბრის მეტროდან გამართავენ მსვლელობას ტრადიციული შაბათის მარშის მონაწილეებიც.

პროტესტი ირაკლი კობახიძის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების წლისთავს ეძღვნება. "2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დავაყენებთ“ - თქვა კობახიძემ ორი წლის წინ, რასაც მოქალალაქეებს პროტესტი და ხელისუფლებუის მხრიდან მომიტნგეების არაერთი დარბევა მოჰყვა.  

მსგავსი სიახლეები