ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

14.10.26 14:42
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას „ALDE Party – Liberals and Democrats for Europe“ ავრცელებს. 

ორგანიზაციის განცხადებით, ჯაფარიძე საკანში მოათავსეს, პასპორტი და ბარგი ჩამოართვეს. პოლიტიკოსს 15 ოქტომბერს საქართველოში დააბრუნებენ.

ირკვევა, რომ ჯაფარიძე თურქეთის გავლით ბრიუსელში მიემგზავრებოდა, სადაც  „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) ლიდერთა სამიტზე უნდა მიეღო მონაწილეობა. 

შეშფოთებით შევიტყვეთ, რომ თურქეთის აეროპორტში დააკავეს ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძე — ALDE-ს წევრი პარტიის, „გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი. მას ჩამოართვეს პასპორტი და ბარგი, მოათავსეს საკანში და ხვალ საქართველოში დააბრუნებენ. იგი ბრიუსელში მიემგზავრებოდა (ტრანზიტით), სადაც მიწვეული იყო და „Renew Europe“-ის ლიდერთა სამიტში უნდა მიეღო მონაწილეობა.

ვწუხვართ, რომ მას აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება არ შეეძლება და უკმაყოფილებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ გრძელდება ზეწოლა ოპოზიციურ პარტიებზე — ძალებზე, რომლებიც ქვეყნისთვის პროევროპულ და დემოკრატიულ მომავალს ესწრაფვიან — და იზღუდება მათი საქმიანობა თუ გადაადგილების თავისუფლება"- წერია „ALDE Party – Liberals and Democrats for Europe“-ს განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები