ზუგდიდში ძებნილმა პირმა ცნობილი "ტიკ-ტოკერი" ქალი და მისი პენსიონერი მამა დაჭრა

14.10.26 15:42
ზუგდიდში ძებნილმა პირმა ცნობილი "ტიკ-ტოკერი" ქალი და მისი პენსიონერი მამა დაჭრა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალერტკარში, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. "პირველების" კორესოდენტის ცნობით, დაჭრილი ტიკ-ტოკერი ზამი როგავაა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ძენაში მყოფი პირი, დაშავებულების მეზობელი, "შერმა", იგივე ვალტერ როგავაა. 

ჩვენთვის მოწოდებული ცნობების თანახმად, 41 წლის კაცი მეზობლად მცხოვრები მამა-შვილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე წუთის წინ შეიჭრა და თავდაპირველად,  ცეცხლასროლი იარაღიდან პენსიონერი მამაკაცის მიმართულებით გაისროლა, ხოლო ახალგაზრდა ქალს ცივი იარაღით ჭრილობები ყელის არეში მიაყენა.

ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაჭრილი ქალი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, საავადმყოფოში გადაიყვანა.