სალომე ზურაბიშვილმა "ოცნება" ჰიტლერის გერმანიას და მუსოლინის ფაშისტურ რეჟიმს შეადარა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნება" ჰიტლერის გერმანიას და მუსოლინის ფაშისტურ რეჟიმს შეადარა და თქვა, რომ სწორედ ამ რეჟიმებისთვის იყო დამახასიათებელი ისეთი გააწყვეტილებები, როგორსაც ახლა ივანიშვილის გუნდი პარტიების აკრძალვით იღებს.
ფბ-ლაივში, სადაც სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეების კითხვებს პასუხობს, მეხუთე პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთსაც კი ამ ფორმით არ აუკრძალავს ოპოზიციური პარტიები.
სალომე ზურაბიშვილისთვის ამგვარი აგდაწყვეტილება "ოცნების" სისუსტის მანიშნებელია.
"არასოდეს არ არის ასეთი ახირება სიძლიერის ნიშანი, პირიქით, ეს ყოველთვის არის სისუტის ნიშანი" - ამბობს ზურაბიშვილი.
არაფერი არ ამართლებს ამას. თუ დავუბრუნდებით ისტორიას, რომელ ქვეყნებში იყო მიღებული ასეთი აკრძალვები, დავუბრუნდებით ჰიტლერის გერმანიას, მუსოლინის ფაშისტურ რეჟიმს, ბელარუსს, კიდევ რამდენიმე ქვეყანას. არაფერი ამაში ჩვენთვის სასიხარულო არ არის, რომ ამ სიაში ჩაიწერება საქართველო.
მე მაინტერესებს იმ ადამიანების მოსაზრებები, რომლებიც აქამდე მხარს უჭერდნენ "ქართულ ოცნებას" და შეიძლება მათაც გაუჩნდეთ უკვე კითხვები, თუ რა კატეგორიის ქვეყნებში ვიწერებით ასეთი გადაწყვეტილებების შემდეგ და რას ემსახურება ასეთი დისკრედიტაცია საქართველოსი. ეს თუ არის საქართველოს იმიჯის და იდენტობის გაძლიერება, როგორც ამას აცხადებენ (ოცნბეის" წევრები) როგორც თავიანთ მიზანს, მე ძლაინ მიკვირს, რადგან ამით ძალიან ცუდად გამოვიყურებით მსოფლიოში. რუსეთმაც არ აკრძალა ამ ფორმით. რუსეთმა შეუზღუდა უფლებები, მაგრამ ამ ფორმით არ აუკრძალავს ოპოზიციური პარტიები... ასე რომ ჩვენ უფრო "მაგრები" ვართ.
არასოდეს არ არის ასეთი ახირება სიძლიერის ნიშანი, პირიქით, ეს ყოველთვის არის სისუტის ნიშანი. სუსტები არიან. ცხოვრებაშიც ასეა, ვინც მუშტებით მოდის შენზე, ის არ არის ძლიერი. ის არის სუსტი. მას სჭირდება რომ დაგიმტკიცოს მისი ძალა ან ლანძღვით ან ასეთი გააწყვეტილებით. ვის რას უმტკიცებენ ჩემთვის ცოტა ძნელი გასაგებია", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.