ზურაბიშვილი: ევროკავშირთან, პარტნიორებთან ურთიერთობის გადარჩენა საზოგადოებაზეა დამოკიდებული - ეს ჩვენი გასაკეთებელია

14.10.26 21:40
ზურაბიშვილი: ევროკავშირთან, პარტნიორებთან ურთიერთობის გადარჩენა საზოგადოებაზეა დამოკიდებული - ეს ჩვენი გასაკეთებელია

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გადარჩენა საზოგადოებაზეა დამოკიდებული.

ფბ-ლაივში, სადაც მეხუთე პრეზიდენტმა საზოგადოების კითხვებს უპასუხა, ზურაბიშვილმა ხაზგამისთ თქვა, რომ არავის აქვს ილუზია, რომ "ოცნება" რამეს გააკეთებს. 

"ეს გზა ჩვენი გასავლელია, რომ დავუბრუნდეთ (ევროინტეგრაციის გზას). ეს ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია - განაცხადა მეხუთე პრეზიდენტმა. 

ევროკავშირთან, პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობის გადარჩენა დამოკიდებულია საზოგადოებაზე. ვენეციის კომისიამ, ჩვენმა პარტნიორებმა, ყველა უკვე იცის, რა არის რეალური ბუნება "ქართული ოცნების" რეჟიმის. არავის არ აქვს ილუზია და ეს მათი დასკვნები ამას ასახავს. მაგრამ იმედი მათი, როგორც ჩვენი არის, რომ ეს საზოგადოება თავის თავს გამოაჩენს და დააბრუნებს ქვეყანას თავის გზაზე და გაუხსნის ხელახლა იმ პერსპექტივას, რომელიც მონიჭებულია ევროკავშირის მიერ და არსად არ წასულა. ის რომ შეჩერებულია ჩვენი კანდიდატის სტატუსი,  არ ნიშნავს რომ სადმე წავიდა, რომ იქ დაბრუნება არ შეიძლება. ეს ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია. ეს გზა ჩვენი გასავლელია, რომ დავუბრუნდეთ ამას. თორემ გარედან ყოველთვის მოლოდინი იმის, რომ ესენი გაგვიკეთებენ იმას, რაც ჩვენი გასაკეთებელია, მემგონი არასწორია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.