რუსეთი გვექცევა როგორც მონებს - სალომე ზურაბიშვილი
რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, ფბ-ლაივში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი თქმით, ამ საკითხზე ყველა საერთაშორისო ფორუმზე საუბრობს, რადგან ეს შეიძლება ბევრ სხვა ქვეყანას შეეხოს.
"რუსეთი გვექცევა, როგორც ექცევა თავის მონებს" - ამბობს ზურაბიშვილი და დასძენს, რომ ეს "ოცნების" თავდახრილი პოლიტიკით არის განპირობებული.
რუსეთის სამიზნე ვართ დღეს. არ სჭირდება უკრაინის ომის დასრულება, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ჰიბრიდული ომის სამიზნე და არა სამხედრო ინტერვენციის. სამხედრო კუთხით, რუსეთს უკვე ოკუპირებული აქვს აფხაზეთი, ცხინვალი. არ ელოდება რუსეთი უკრაინაში ომისდ ასრულებას იმისთვის, რომ აქ დატესტოს და აწარმოოს თავისი ჰიბრიდული სტრატეგია. ამიტომ ჩემი მიზანი, როდესაც ფორუმებზე ჩამოვდივარ არის, რომ გავაფრთხილო პარტნიორები, რომ ის რაც ხდება საქართველოში, ეს ჰიბრიდული ომი არ არის მხოლოდ საქართველოს მიმართ და ეს შეიძლება ბევრ სხვა ქვეყანას შეეხოს.
რუსეთი გვექცევა, როგორც ექცევა თავის მონებს. რაც უფრო უთმობ, უფრო მეტს გთხოვს, რომ მეტი დაუთმო. ეს არის ძალის გამოყენების პოლიტიკა". - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.