პარლამენტი აღარ არსებობს - სალომე ზურაბიშვილი
"პარლამენტი აღარ არსებობს" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ფბ-ლაივში გააკეთა, სადაც ის მოქალაქეების კითხვებს პასუხობდა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს პარლამენტს არ აქვს არცერთი ფუნქცია, რაც მას კანონით უნდა ჰქონდეს.
ეს არის მხოლოდ და მხოლოს ადგილი, სადაც ის კანონმდებლობა, რომელიც დაწერილია სხვაგან, არა მხოლოდ ჩვენთან, კიდევ უფრო სხვაგან, ის კანონდებლობა იყოს მიღღებული და გატარებული პარლამენტში. ეს არის მხოლოდ გატარება. ის ფუნქცია, რაც უნდა ჰქონდეს ქვეყანაში პარლამენტს, მაგალითად მდინარაძე თუ არ ვიცი ვინ რომ გადააყენო და არ ჰქონდეს პარლამენტს საშუალება, რომ მიიღოს პარლამენტს ახსნა განმატება და დასვას კითხვები, არ ჰქონდეს ნამდვილი ინტერპელაციებსი საშუალება. ეს არის ნამდვილი პარლამენტი. დაივიწყეთ ასეთი პარლამენტი, არ გვყავს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.