შაბათს "ქართულ ოცნების" უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა

15.10.26 12:43
შაბათს "ქართულ ოცნების" უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა

შაბათს, 17 ოქტომბერს "ქართულ ოცნების" უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

პარტიის ცენტრალურ ოფისში დეპუტატებს შაბათს 14:00 საათზე ელოდებიან.

შეკრებას სავარაუდოდ დაესწრება თავად ბიძინა ივანიშვილიც. ახლა საინტერესოა, რა ექნება სათქმელი "ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს.