კირცხალიამ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა

15.10.26 19:44
კირცხალიამ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თანამდებობას ტოვებს.

"ჭორი და სიცრუეა ინფორმაცია, რომ თითქოს უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ვტოვებ. ეს საკითხი არ განიხილება", - უთხრა კირცხალიამ რადიო თავისუფლებას.

ცნობიოლია, რომ 17 ოქტომბერს, 14 საათზე, ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც ლევან მაჭავარიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.