"ოცნების" უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება

15.10.26 18:46
"ოცნების" უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება

17 ოქტომბერს, 14 საათზე ჩანიშნულ "ქართული ოცნების" უმრავლესობის სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

განცხადება ამის შესახებ "პირველებთან" დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა გააკეთა. 

"ოცნების" დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე მიმდინარე მოვლენები, მათ შორის ოპოზიციის აკრძალვის სარჩელიც იქნება განხილვის თემა. 

ჩვენ უნდა მიმოვიხილოთ მიმდინარე მოვლენები ზოგადად ქვეყანაში, ქვეყნის გარეთ. ასეთი სახის სამუშაო შეხვედრა ძალიან კარგია, მითუმეტეს საპატიო თავმჯდომარე ესწრება ამ სხდომას.  ყველა მიმდინარე მოვლენაზე იქნება მსჯელობა, მათ შორის პარტიების ეს მიმდინარე სარჩელი რაც არის. რა თქმა უნდა, ესეც მიმდინარე საკითხებში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია და კიდევ სხვა ბევრი საკითხია, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, რეგიონში. არანაირი ახალი პროცესი არ არის დაწყებული პარტიაში" - თქვა მაჭავარიანმა.