მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 29-30 ნოემბერს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სტრატეგიულ არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, პოლიტიკოსები და ექსპერტები დაესწრებიან.