მიუღებელი და გულდასაწყვეტია, როცა საერთო ეროვნული აქცია გამოიყენება პარტიული ინტერესებისთვის - ელენე ხოშტარია

29.11.26 18:49
მიუღებელი და გულდასაწყვეტია, როცა საერთო ეროვნული აქცია გამოიყენება პარტიული ინტერესებისთვის - ელენე ხოშტარია

დაკავებული პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში 28 ნოემბრის აქციის ორგანიზატორებს აკრიტიკებს. ხოშტარია მიუღებლად მიიჩნევს, რომ საერთო ეროვნული აქცია პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენეს, სცენაზე სხვა პარტიების წარმომადგენლები არ გამოვიდნენ, აქციაზე კი მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ სიბრტყეზე დამყენებელი პლაკატები გამოჩნდა.

ხოშტარიას თქმით, დაშვებული შეცდომა საჯაროდ უნდა აღიარონ და მასზე პასუხისმგებლობა აიღონ.

ძალიან მიუღებელი და გულდასაწყვეტია, როცა საერთო ეროვნული აქცია გამოიყენება პარტიული ინტერესებისთვის. მე არ ვიცი, რა მოხდა და ვინ რა გააკეთა, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მიზეზს. გაოგნებული დავრჩი, როცა გამომსვლელებში ვერ დავინახე სხვა პარტიების წარმომადგენლები, ასევე გავოგნდი, პარტიულად ორგანიზებული მიშა-ბიძინას პლაკატების დანახვისას, ვისი მომზადებულიც არ უნდა ყოფილიყო, ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს სააკაშვილთან, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო და წერტილი. გარდა ამისა, არ მესმის ოლიგარქისა და ოპოზიციის ლიდერის ერთ სიბრტყეზე დაყენება, თუმცა ეს თავად გადაწყვიტონ. ჩემი აზრით, გუშინდელ შეცდომაზე უარესი იქნება, თუ ხალხს გულწრფელად არ ვეტყვით, რომ ეს ძალიან არასწორი იყო და პასუხისმგებლობას არ ავიღებთ ამაზე, - წერს ელენე ხოშტარია. 

მსგავსი სიახლეები