ამოიღეთ პროპაგანდისტული წიგნი პროგრამიდან! - აქცია განათლების სამინისტროსთან

06.12.21 12:49
ამოიღეთ პროპაგანდისტული წიგნი პროგრამიდან! - აქცია განათლების სამინისტროსთან

6 დეკემბერს, 15:00 საათზე "დროა" განათლების სამინისტროსთან პროტესტს იწყებს.
"ვითხოვთ, დაუყოვნებლივ ამოიღონ 2020 წელს დამტკიცებული მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო სასწავლო პროგრამიდან!"- წერს "დროა"

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ მსგავსი ტექსტის შეტანა ნიშნავს, რომ საქართველოში, ტოტალიტარული რეჟიმების მსგავსად, დაიწყო სახელმძღვანელოებში მოქმედ ხელისუფლებაზე წერა და მათთვის ხოტბის შესხმა.

დაუშვებელია სკოლის და მოსწავლეების იდეოლოგიური მიზნებით გამოყენება, მათთვის უახლესი ისტორიის იმგვარი ინტერპრეტაციით მიწოდება, რაც გავლენას იქონიებს მათ პოლიტიკურ ხედვებზე და ხელს შეუშლის მათში კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას. აქციები სამინისტროს ამგვარი ინიციატივების გასაპროტესტებლად, იქნება რეგულარული.

ისტორიის სახელმძღვანელოში უნდა იყოს ფაქტები, მოვლენები და არა მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებები. არ შეიძლება ისტორიის სასწავლო წიგნებში მოქმედი ხელისუფლებების საქმიანობის შეტანა"-აცხადებენ "დროაში".

მეცხრე კლასის წიგნში აღმოჩენილია დამახინჯებული ფაქტები და რუსული გზავნილები.  

სკოლაში მოზარდებს ასწავლიან, რომ ომი 2008 წლის რვა აგვისტოს დაიწყო და რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა  საქართველოს ტერიტორია  8-10 აგვისტოს დაიკავეს, რაც პრინციპული შეცდომაა და მოვლენების მთელს ქრონოლოგიას თავდაყირა აყენებს. 

ამასთან, სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი მეცენატად და ქველმოქმედადაა მოხსენიებული.

მსგავსი სიახლეები