"რუსი ოლიგარქის რეალური ისტორია" - აქცია განათლების სამინისტროსთან

06.12.21 15:05
"რუსი ოლიგარქის რეალური ისტორია" - აქცია განათლების სამინისტროსთან

"რუსი ოლიგარქის რეალური ისტორია" - სამოქალაქო მოძრაობის წევრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქციას მართავენ. 

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი, აცხადებს, რომ ისტორიის საელმძღვანელოში ფაქტების დამახინჯება მოხდა და ის რუსულ ნარატივს ატარებს.

ისტორიის გადაწერის მცდელობაა და რეალურად ისე გააპარეს ეს საკითხი, რომ არც ვიცოდით და პრესიდან გავიგეთ. რომ რუსეთი არაფერ შუაში არ იყო და აგვისტოს ომი იყო ქართულ-ოსური კონფლიქტი და რუსეთმა უბრალოდ ხელი შეგვიწყო, დავშოშმინებულიყავით, იქ არის თარიღები შეცდომით, ის ნარატივია გამყარებული, რასაც რუსეთი ცდილობვს, მოახვიოს მთელს მსოფლიოს. პლიუს ამას ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, სადაც ის ფაქტობრივად ღმერთადაა მოხსენიებული. რეალურად კი ამ კაცმა დააქცია ჩვენი ქვეყანა - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

 მე-9 კლასის ისტორიის წიგნიც, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი 2020 წელს მიენიჭა. იქ ივანიშვილი "ქმელმოწმედად" და "მეცენატად" არის მოხსენიებული.

წიგნში ასევე საუბარია "ვარდების რევოლუციასა" და ნაციონალური მოძრაობის მმართველობაზე. წერია, რომ იმ პერიოდში მთავრობამ დაამარცხა კორუფცია, გატარდა რეფორმები. სახელმძღვანელოში ხაზგასმულია "გადაცდომებზიც".

 დაიწყო "გაურკვეველი დაჭერები" და, რომ ადამიანთა უფლებები ხშირად ირღვეოდა - წერია სახელმძღვანელოში. 

გარდა ამისა, მეცხრე კლასის წიგნში აღმოჩენილია აგვისტოს ომის შესახებ დამახინჯებული ფაქტები და რუსული გზავნილები. 

სახელმძღვანელოში ასევე მოცემულია შემდეგი კითხვა: "შენი აზრით, დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქართული სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ნაწილების შეყვანით უპასუხა?"

მსგავსი სიახლეები