ივანიშვილი მეცენატად და ქველმოქმედად რომ მოიხსენიეს, ეს ეწყინათ?! - მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლედერი მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შეტანის ფაქტს აფასებს. მამუკა მდინარაძისთვის გაუგებარია, რა არის საზოგადოების პროტესტის მიზეზი.
არ ვიცი, რა ეწყინათ მათ. ის, რომ მეცენატად და ქველმოქმედად მოიხსენიეს ბიძინა ივანიშვილი? რომელი არ არის მართალი, აქვე მიპასუხეთ. მეცენატი არ იყო და არ არის, თუ ქველმოქმედი არ იყო. თუ დემოკრატიულად არ მოხდა ხელისუფლების ცვლილება? ამას ,,ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებიც კი ასე ამბობენ და საკუთარ მიღწევად მიიწერენ - განუცხადა მედიას მამუკა მდინარაძემ.
დღეს განათლების სამინისტროსთან სამოქალაქო საზოგადოებამ და პოლიტიკურმა პარტიებმა ივანიშვილის ისტორიის სახელმძღვანელოში შეტანა გააპროტესტეს. მათი თქმით, ფაქტები დამახინჯდა აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სახემძღვანელოში კი რუსული ნარატივია გატარებული.