გიგაური: „ქართული ოცნება“ ცდილობს, არაღიარების პრობლემა დამალოს

26.10.26 17:37
გიგაური: „ქართული ოცნება“ ცდილობს, არაღიარების პრობლემა დამალოს

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ორი წელი გავიდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, საკუთარ ამომრჩეველს დააჯეროს, რომ საერთაშორისო აღიარების პრობლემა არ აქვს.

გიგაურის შეფასებით, არჩევნების დარღვევებზე ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მისი თქმით, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ხელისუფლების ლეგიტიმურობას საერთაშორისო დონეზე დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. 

გაყალბებული არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსულ პარტიას არავინ აღიარებს. დღეს "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ თავის ამომრჩეველს დააჯეროს, თითქოს მათ არ აქვთ პრობლემა, სინამდვილეში, მათ აქვთ სერიოზული პრობლემები და ამაზე საუბრობს არა მხოლოდ ყველა ის ადამიანი, რომელიც გამოცდილია არჩევნების დაკვირვების კუთხით, მათ შორის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და ჩვენი პარტნიორების კრიტიკული ანგარიშების გარეშე შეუძლებელი იყო ის შედეგი დამდგარიყო, რაც არის დღეს და ეს შედეგი არის ის, რომ "ქართულ ოცნებას" დღეს განვითარებული მსოფლიო არ აღიარებს, - ამბობს ეკა გიგაური.

დღეს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 2 წელი გავიდა. 2024 წლის 26 ოქტომბერს "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებშ გამარჯვება იზეიმა, თუმცა საერთაშორისო პარტნიორებმა ეს გამარჯვება არ აღიარეს. 

მსგავსი სიახლეები