წითლიძე: გამოდის, რომ „ოცნებისთვის“ მურუსიძისა და ჩინჩალაძის საქმიანობა 2012 წლამდე დანაშაულია, მის შემდეგ კი კეთილსინდისიერება

27.10.26 14:25
წითლიძე: გამოდის, რომ „ოცნებისთვის“ მურუსიძისა და ჩინჩალაძის საქმიანობა 2012 წლამდე დანაშაულია, მის შემდეგ კი კეთილსინდისიერება

ენმ-ს წევრის თქმით, მოსარჩელე მხარე პარტიას ედავება იმ ადამიანების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თავად "აიყვანეს სასამართლოების მწვერვალებზე" - ამ კონტექსტში ანა წითლიძე ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეზე საუბრობს.  

"გამოდის რომ „ოცნებისთვის“ მურუსიძისა და ჩინჩალაძის საქმიანობა 2012 წლამდე დანაშაულია, 2012 წლის შემდეგ კეთილსინდისიერება "- ამბობს წითლიძე. 

 ახლა ვისაუბროთ ელემენტარულ სამართლებრივ ლოგიკაზე, რომელსაც ეს საკონსტიტუციო სარჩელი ფეხქვეშ თელავს. თუკი მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ ამ პერიოდში სასამართლო სისტემა იყო მორჩილი, არადემოკრატიული და უსამართლო განაჩენებს იღებდა, ჩნდება მარტივი, ლოგიკური და სამართლებრივი კითხვა -ვინ იყვნენ ამ სისტემის არქიტექტორები და შემოქმედები? ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე, სწორედ ისინი იყვნენ ამ პერიოდის სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი იერარქები, რომლებიც ხელს აწერდნენ და განკარგავდნენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომელსაც დღეს “ქართული ოცნება” დანაშაულად გვიფასებს. სად არის აქ სამართლებრივი ლოგიკა?”- განაცხადა წითლიძემ.

ანა წითლიძეს მოსამართლე რევაზ ნადარაია ჩაეკითხა, თუ რას გულისხმობდა ის ხელის მოწერასა და განკარგვაში?

“მთავარი არგუმენტი მოსარჩელის არის. მე მომყავს ზუსტად ის, რაზეც მოსარჩელე საუბრობს. კონკრეტულ გადაწყვეტილებებს გულისხმობს, საერთოს თუ რას, არ ვიცი, რადგან აქ ამბობს - “მთელი სასამართლო კლანი მურუსიძე და ჩინჩალაძეო ესენი იყვნენ მთავარი”. რას ნიშნავს სისტემური დანაშაული თუ არა კლანს? სისტემურ დანაშაულებს გვედავება, რომ სასამართლო კონტროლდებოდა, მე ვხსნი ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მაშინ მაღალ იერარქიას წარმოადგენდნენ. თვითონ მას უნდა ჰკითხოთ რა გადაწყვეტილებებს აწერდნენ ხელს. როგორ მოხდა, რომ ის სასამართლო პრაქტიკა სისტემურ დანაშაულად და ჩვენი აკრძალვის საფუძვლად მოაქვს, როგორ მოხდა, რომ ის ადამიანები, რომელთა მიერაც კონტროლდებოდა სასამართლო, როგორც მათ უწერიათ, აქციეს მათსავე ნაწილად. ისმის კითხვა, ეს ადამიანები სისტემაში დატოვა “ქართულმა ოცნებამ” და უვადო მოსამართლეებად დანიშნა? ეს არის კლასიკური სამართლებრივი პარადოქსი. მოსარჩელე მხარე ჩვენ გვედავება იმ ადამიანების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თავად აიყვანეს სასამართლოების მწვერვალებზე და გამოდის რომ “ქართული ოცნებისთვის” ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის საქმიანობა 2012 წლამდე დანაშაულია, როცა ეს ოპოზიციის ასაკრძალად სჭირდებათ, ხოლო 2012 წლის შემდეგ კეთილსინდისიერება და დამოუკიდებლობაა. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც თქვენ მართლმსაჯულების იდეას ანგრევთ. თუ იმ წლების განმავლობაში სასამართლო პოლიტიკა ანტიკონსტიტუციური იყო, მაშინ ამ მოსამართლეების უვადოდ განმწესება ანტიკონსტიტუციური სისტემის პირდაპირი წახალისება და ლეგიტიმაციაა. თქვენ, მოგმართათ მოსარჩელეებს, არ შეგიძლიათ ერთი ხელით უვადო მოსამართლეებად აქციოთ ეს ადამიანები, ხოლო მეორე ხელით მათივე ნამოქმედარის გამო ოპოზიციაში ყოფნა აუკრძალოთ პოლიტიკურ პარტიებსა და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, - განაცხადა ანა წითლიძემ.

წითლძის თქმით, მოსამარჩელეს ასევე სარჩელში შეტანიილი აქვს, რომ დღეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში არიან "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები.

ანუ რა გამოდის, ენმ-ს ყოფილი წევრები "ოცნებაში" გვყავს შეშვებული, რომ გუნდი შიგნიდან ანგრიონ... ეს ხომ აბსურდია? - ანი წითლიძე სასამართლოზე 

რომ გადახედო საპარლამენტო უმრავლესობას 2012 წლიდან დღდემდე კონკრეტულად ნახავთ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენდნენ და ახლა "ქართულ ოცნებაში" არიან. ესენი არიან - ვასილ ჩიგოგიძე, გოჩა ენუქიძე, გეკა გელაძე, მაკა ბოჭორიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, ზურაბ პატარაძე, გივი მიქანაძე, დავით სონღულაშვილი საერთოდ "ოცნების" შემომწირველი იყო, ნათია თურნავა, ანზორ ბოლქვაძე - ანუ აქ სამართლებრივი ლოგიკა სად არის?

როდესაც კონკრეტულ პუნქტში ეს ბრალდება გამოტანილი აქვს მოსარჩელეს ჩვენს წინააღმდეგ,  რომ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში არიან "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები და  მათი საერთო მიზანი მაინც "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლა არისო, რაც თავის თავად კონსტიტუციური აბსურდია, მაშინ იმ ადამიანებზე ახლა რომ ჩამოვთვალე რა ვიფიქრო, რომ შიგნით გვყავს შეშვებული, რომ შიგნიდან ანგრიონ "ოცნება"- ეს ხომ სამართლებრივი აბსურდია?", - განაცხადა ანი წითლიძემ.