"ოცნების" დეპუტატები, არჩილ გორდულაძე და თორნიკე ჭეიშვილი იმ პარტიის აკრძალვას ითხოვენ, რომლის ერთ-ერთი ლიდერი მათივე ლექტორი იყო

28.10.26 11:50
"ოცნების" დეპუტატები, არჩილ გორდულაძე და თორნიკე ჭეიშვილი იმ პარტიის აკრძალვას ითხოვენ, რომლის ერთ-ერთი ლიდერი მათივე ლექტორი იყო

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები, არჩილ გორდულაძე და თორნიკე ჭეიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენელის მაია კოპალეიშვილის სტუდენტები იყვნენ. 

კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში ახსნა-განმარტებისას ითხვა დასვა, როგორ შეიძლება მას და მის კოლეგებს ქვეყნის მომავლისთვის საფრთხის შექმნას აბრალებდნენ, მაშინ, როცა მთელი ცხოვრება სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის იბრძვის.

არჩილ გორდულაძემ მოხსენებით სიტყვაში თქვა - მომავალ თაობებს რომ არ დავუტოვოთ საფრთხე და საფრთხე რომ არ იყოს სახელმწიფოშიო, ამიტომ ეს პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს და დავიცვათ დემოკრატიაო. მინდა გითხრათ, რომ ბატონი არჩილ გორდულაძე და ბატონი თორნიკე ჭეიშვილი იყვნენ ჩემი სტუდენტები, როდესაც ისინი სწავლობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მაინტერესებს რა საფრთხეს წარმოვადგენ, მე, მაია კოპალეიშვილი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება, გარდამავალი პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ვიბრძვი ამ ქვეყანაში სამართლიანობისთვის, სამართლებრივი სახელმწიფოსთვის, კანონის უზენაესობისთვის, დემოკრატიის დამკვიდრებისთვის?! როგორ უნდა მითხრათ მე თქვენ, რომ მე და ჩემი კოლეგები წარმოვადგენთ თურმე საფრთხეს ამ ქვეყნის მომავლისთვის?

ასევე, ბატონმა გორდულაძემ აღნიშნა, რომ დემოკრატია უნდა დავიცვათო. როგორ დაიცავთ თქვენ დემოკრატიას ან როგორ იცავთ დემოკრატიას, როდესაც აუქმებთ მრავალპარტიულ არჩევნებს, აუქმებთ მრავალპარტიულობას ამ ქვეყანაში, რომელიც არის დემოკრატიის ნიშანსვეტი და გინდათ, რომ ერთპარტიული სისტემა, თქვენი პარტიის სახით დაამყაროთ ამ ქვეყანაში. ასე რომ, ბატონებო, თქვენი სიტყვები სცილდება ქმედებებს. პოლიტიკური პარტიები ფასდება ქმედებების მიხედვით და არა ლიტონი სიტყვებით. ძალიან გთხოვთ, როდესაც ჩვენზე საუბრობთ, მეტი სერიოზულობა გამოიჩინეთ საკითხისადმი“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები