რასა იუკნევიჩიენე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას “ოცნებას“ აკისრებს

29.10.26 16:26
რასა იუკნევიჩიენე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას “ოცნებას“ აკისრებს

ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას“ აკისრებს.

როგორც ევროპარლამენტარი წერს, მისი მდგომარეობა “გისოსებს მიღმა გაუარესდა“ და დღეს ის ციხიდან კლინიკაში ეტლით მიიყვანეს. 

„ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში ეტლით მიიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გისოსებს მიღმა გაუარესდა.  ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრებაევროპარლამენტმა მისი გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვა“, - წერს რასა იუკნევიჩიენე X-ზე.

დღეს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ  “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს.

კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ პოლიტიკოსი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და ეტლს იყენებს.

მოგვიანებით “კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხოშტარია თოდუას კლინიკაში გეგმიური კვლევებისთვის გადაიყვანეს

 

მსგავსი სიახლეები