მე რაც ვიცი, ყველაფერს ხომ არ ვიტყვი? - მინისტრი ფეიქრიშვილის შესაძლო ცემის საქმეზე "პირველების" კითხვებს პასუხობს

29.10.26 19:54
მე რაც ვიცი, ყველაფერს ხომ არ ვიტყვი? - მინისტრი ფეიქრიშვილის შესაძლო ცემის საქმეზე "პირველების" კითხვებს პასუხობს

 

 

პაატა სალია არ პასუხობს კითხვას, ვინ შეასახლეს დავით ფეიქრიშვილის საკანში - "პირველებმა" იუსტიციის მინისტრს კითხვები დღეს მას შემდეგ დაუსვა, რაც მან დაადასტურა, რომ მე-8 პენიტენციურში მყოფი ბრალდებული, 40 წლის დავით ფეიქრიშვილი, რომელიც „ვივამედში“ მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს, საკანში მარტო არ ყოფილა.

სალია TV პირველის ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებს.

"პრველების" კორესპოდენტის შეკითხვაზე - "რატომ არ იყო კამერები იმ საკანში სადაც დავით ფეიქრიშვილი გადაიყვანეს", მინისტრის პასუხი ასეთია:  "რატომ იყო გადაყვანილი, იყო თუ არა კამერები, ამას ყველაფერს გამოძიება დაადგენს". 

დამაზუსტებელ შეკითხვაზე - ციხეების უფროსი გაუშვით, ფაქტია რაღაც მოხდა, პაატა სალიამ გვიპასუხა რომ:

"რაღაც რომ მოხდა ფაქტია, მაგრამ რა მოხდა...  მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არაფერი არ ხდება, იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო გამოძიება, ეს მეტყველებს, იმაზე რომ ინფორმაციის გადამოწმება საჭიროდ ჩავთვალეთ. საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ახლა პროკურატურა აწარმოებს"- უთხრა მან "პირველებს". 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მინისტრს უფრო მეტი გეცოდინებათ, სალიამ დასძინა: "მე რაც ვიცი ყველაფერს ხომ არ ვიტყვი"?

საჯარო ინტერესი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ რაიმე ინფორმაციის გაჟღერებამ შეიძლება, გამოძიებას ხელი შეუშალოს" - განმარტავს იუსტიციის მინისტრი. 

მან არ უპასუხა კითხვას, გამოიკითხა თუ არა ვატო ყიფიანი, რომელსაც დავით ფეიქრიშვილის დედა შვილზე თავდამსხმელად ასახელებს.

რა ვიცით დავით ფეიქრიშვილის შესაძლო ცემის საქმეზე: 

20 ოქტომბერს პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა პაატა გოგიაშვილმა  და დედამ, ნინო აბრამიშვილმა გააკეთეს საჯარო განცხადება და თქვეს, რომ  მე-8 პენიტენციურში მოთავსებულ დავით ფეიქრიშვილს "ფიზიკური დაზიანებები" ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა, ასევე, "კაჭარავამ და გოცირიძემ" მიაყენეს. 

მალევე გაირკვა, რომ დავით ფეიქრიშვილი მეორედ გადაიყვანეს კლინიკა ვივამედში.

პენიტენციური სამსახური ამტკიცებდა, რომ ფეიქრიშვილზე "თანამესაკნეებს არ უძალადიათ".  უწყება ამტკიცებდა,  რომ დავით ფეიქრიშვილმა ადვოკატთან შეხვედრის შმდეგ "მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა".  

ოჯახის ხმაურიანი განცხადებების შემდეგ, დავით ფეიქრიშვილზე განხორციელებული სავარაუდო თავდასხმის დაქტზე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება დაიწყო.

25 ოქტომბერს, ფეიქრიშვილების დედამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკანში სცემეს მის მეორე შვილს, გიორგი ფეიქრიშვილს, რასაც პენიტენციური სამსახური უარყოფს. 

26 ოქტომბერს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, რომ პენიტენციური სამსახურის დირექტორს უფლებამოსილება შეჩერებოდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ თანამდებობა იმავე დღეს დატოვა.

ტყუპების დაკავაბა: 

40 წლის ძმები, გიორგი და ვით ფეიქრიშვილები 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავენბულია ტყუპების პირადი მცველი ალექსანდრე ჩაფოძეც. 

გამოძიება გიორგი ფეიქრიშვილს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ედავაბა. საქმის მასალების მიხედვით, ფეიქრიშვილმა ბიზნემსმენი რატი გურგენიშვილი თბილისში, ერთ-ერთ სახლში აიყვანა და კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დავით ფეიქრიშვილსა და ალექსანდრე ჩაფოძეს მათ ჯგუფურ ხულიგნობას ედავებიან. 

  • ორივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ 2 ოქტომბერს ძმებს ახალი ბრალდება წარუდგინა - ამჯერად საუბარია 10 მილიონი ლარის „გათეთრებაზე“.

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების დაკავება: 

 ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის და შოთა ყიფიანის დაკავების შესახებ ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 ოქტომბერს დაადასტურა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 14 ოქტომბერს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, დაკავებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ კაცს, რომლის ვინაობასაც საგამოძიებო ორგანო არ ასახელებს. 

  • დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები