პარტიების აკრძალვის საქმე ევროსასამართლოში - პაატა სალია პირველ კომენტარს აკეთებს

29.10.26 20:11
პარტიების აკრძალვის საქმე ევროსასამართლოში - პაატა სალია პირველ კომენტარს აკეთებს

თუ პარტიების აკრძალვის საქმე სტტასბურგში წავა, იუსტიციის სამინისტრო საქმეში ჩერთვება - განცხადება ამის შესახებ "პირველებთან" მინისტრმა პაატა სალამ გააკეთა. 

მისი თქმით, თუ მოპასუხე მხარემ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს მიმართა და სტრასბურგმა ეს სარჩელი წარმოებაში მიიღო, მისი სამსახური "ყოველთვის მზად არის დაიცვას სახელმწიფო":

იკვეთება  ნიშნები, ევროსასამართლოს საჭიროების, ეს მხარემ უნდა გადაწყვიტოს, როცა იქნება გადაწყვეტილება და იმის მიხედვით, რომ მოპასუხე მხარეებმა საკონსტიტუციო განხილვის ფარგლებში დააფიქსირეს პოზიცია, რომ აპირებენ მიმართონ ადამიანების უფლებების ევროპულ სასამართლოს ეს მათი უფლებაა.

ჯერ სარჩელი დაიწეროს, მერე მიიღოს [სტრასბურგის] სასამართლომ, მერე ჩვენი ვალდებულებაა, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის ჩავერთოთ და შეპასუხება გავაგზავნოთ და მერე იმ პროცესებში მივიღოთ მონაწილეობა, რასაც ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლო. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დავიცვათ სახელმწიფო"- თქვა სალიამ . 

ოპოზიცია, რომლის აკრძალვასაც "ქართული ოცნება" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ითხოვს, არ გამორიცხავს, რომ საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავიდეს. 

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეც აცხადებს, რომ საქართველოში პარტიების აკრძალვის საქმის „ბევრი ელემენტი“ საბოლოოდ შესაძლოა სტრასბურგში აღმოჩნდეს.

ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია “პირველებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ სახეზეა მინიმუმ კონვენციის 2 მუხლის დარღვევა, შესაბამისად, ვარაუდობს, რომ ეს საქმე ბოლოს მაინც სტრასბურგის სასამართლომდე მივა. 

მსგავსი სიახლეები