ოცნება: ივანიშვილი პირადი ფულით ავსებდა ბიუჯეტს ნაცმოძრაობის დროს როდესაც ხაზინას პრობლემა ჰქონდა
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე საგანგებო ბრიფინგით პასუხობს არჩილ საკონსტიტუციო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოსვლას.
არჩილ გორდულაძემ მედიას უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილი პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს.
"ქართული ოცნების" ლიდერმა გამოსვლის მეორე ნაწილში თქვა, რომ რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა "მთელი თავისი ქონება და აქტივები გადასცა საქველმოქმედო ფონდ ქართუს და დღესაც ფონდი ახორციელებს ასობით საქველმოქმედო პროექტს საქართველოში".
[ნიკა გვარამიამ] ცინიკურად განაცხადა, რომ ნანობს მისი ხელისუფლების ქმედებას, რომელიც თითქოს ქართული ოცნების დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტში გადასახადებს არ ახდევნებდა, ხოლო შემდეგ ბიუჯეტის ფულით ხელისუფლებაში მოვიდა. გვარამიამ ასევე სცადა ჩრდილი მიეყენებინა ბატონი ივანიშვილის საქველმოქმედო მოღვაწეობისათვის.
პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ბიძინა ივანიშვილს არასდროს, მისი მოღვაწეობის მანძილზე არათუ ბიუჯეტის თანხა არ მიუღია, ის წლების მანძილზე პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს, როდესაც სწორედ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხაზინას პრობლემები ჰქონდა.
ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე პირადი სახსრებით, რომლის არცერთი თეთრი საქართველოში არ უშოვია, ხელფასებს უხდიდა პედაგოგებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, პარლამენტის წევრებს და ათასობით საჯარო მოხელეს, რათა ინსტიტუციები არ ჩამოშლილიყო. ბატონებმა ბიძინა ივანიშვილმა ჯარსა და პოლიციას აუშენა თანამედროვე ტიპის ყაზარმები და სამუშაო შენობები, სრულად აღჭურვია ძალოვანი სისტემა ავტომანქანებით, სამხედრო უკლებლივ ყველა საჭირო ტექნიკითა თუ ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნითებით. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით დააფინანსა 400 სკოლის მშენებლობა და განახლება, რადგან მშობლები ბავშვებს სკოლებში ვერ უშვებდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდესი რისკების გამო. აღნიშნულისთვის თანხა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პირდაპირ ბიუჯეტში გადარიცხა, ხოლო შემდეგ სწორედ გვარამიას ხელისუფლება იწონებდა თავს სკოლების განახლებით.
ეს ყველაფერი არასდროს ჩაუთვლია ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახს საქველმოქმედო საქმიანობაში, არამედ რადგან ეს ხარჯები იყო საქართველოს ბიუჯეტის მიერ გასაწევი თანხა, რისი საშუალებაც მაშინ არ არსებობდა, სწორედ ბიუჯეტის ნაცვლად მან პირადად დააფინანსა ქვეყნის ფუნქციონირობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჯარო სისტემა. ბატონი ბიძინა ივანიშვილი პირადი სახსრებით აფინანსებდა და აფინანსებს კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და უამრავი სხვა სფეროს წარმომადგენლებს. საერთო ჯამში კი მის მიერ საქართველოში განხორციელებული ქველმოქმედება ცდება 2.5 მილიარდ დოლარს.
რამდენიმე წლის წინ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ მთელი თავისი ქონება და აქტივები გადასცა საქველმოქმედო ფონდ ქართუს და დღესაც ფონდი ახორციელებს ასობით საქველმოქმედო პროექტს საქართველოში.
მართალია, ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი კარგად არის ცნობილი, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოსთვის გაღებული მატერიალური, პოლიტიკური თუ სოციალური ქველმოქმედების შესახებ, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე გვარამიას უტიფრობა უპასუხოდ არ დამეტოვებინა"- თქვა გორდულაძემ.
ნიკა გვარამიამ დღევანდელ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების საქმიანობის ნაწილი მისი სიამაყის საგანია, თუმცა იქვე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის ნაწილში ყველას ვემიჯნები, ვისაც მის მიმართ ოდესმე პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონია - სამწუხაროდ, წინა მთავრობა ამაში იყო შემჩნეული.