დეკანოიძე ასახელებს იმ საკითხებს, რომელზეც მისი ინფორმაციით, ივანიშვილი "ოცნების" წევრებს უმრავლესობის სხდომაზე ესაუბრა

29.10.26 23:10
დეკანოიძე ასახელებს იმ საკითხებს, რომელზეც მისი ინფორმაციით, ივანიშვილი "ოცნების" წევრებს უმრავლესობის სხდომაზე ესაუბრა

ხატია დეკანოიძე "პირველების" ეთერში ასახელებს მინიმუმ საკითხს, რომელზეც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის სხდომაზე "ქართული ოცნების" წევრებს ესაუბრა. 

ენმ-ს ლიდერის თქმით, ივანიშვილის გათვლით, აშშ-ში შუალედური არჩევნების შემდეგ  რუსეთისკენ ურთიერთობის გასაახლებლად  და ფსონის დასადებად საუკეთესო დროა.

ეს არის ინფორმაცია, რომელიც გამოვიდა ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობის შეხვედრიდან - პირველი: მისი დამოკიდებულება პარტიების აკრძალვაზე, კონკრეტულად რუსეთთან დაახლოებაზე, მეტწილად სხვა სტატუს-კვოს შეცვლაზე: "აშშ-ში იყო შუალედური არჩევნები, რომ რუსეთი და აშშ მეტწილად დალაგდნენ, ახლა იმის დროა, რომ ჩვენ რუსეთისკენ ნაბიჯები გადავდგათ" და ასევე მნიშვნელოვანია, რომ "არავის არ ეცლება ახლა საქართველოსთვის"- თქვა დეკანოიძემ. 

ამასთან, ენმ-ის ლიდერი დარწმუნებულია, რომ პარტიების აკრძალვის თემა იქნებოდა განხილვის მთავარი თემა ირაკლი კობახიძესა და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ, კორტნი ოსტრიანს შეხვედრაზე.