"ოცნებამ" ჩვენი პარტიის სახელი საკონსტიტუციო სარჩელში ხელოვნურად ჩააკერა - ბერდია სიჭინავა

29.10.26 23:40
"ოცნებამ" ჩვენი პარტიის სახელი საკონსტიტუციო სარჩელში ხელოვნურად ჩააკერა - ბერდია სიჭინავა

"ქართულმა ოცნებამ" ჩვენი პარტიის სახელი საკონსტიტუციო სარჩელში ხელოვნურად ჩააკერა - ასეთი დასკვნა გააკეთა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომების შეფასებისას.

მისი თმით, "ქართული ოცნება" მათ 4 ოქტომბრის საქმეზეც ედავება, როცა ამის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ გააჩნია. 

ოპოზივიონერი პოლიტიკოსის თქმით, "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი პირველივე დღიდანვე იძახდა, რომ "ეს იყო ავანტიურა, პროვოკაცია იყო, რომელიც იგეგმებოდა სუს-ის ოფისში".

"იმდენად ხელოვნურად არის ჩაკერებული სხვადასხვა ადგილას ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ რაღაცა ცნობები, რომ ამას ვერ შეიძლება ეწოდოს რაღაცა კონსტიტუციური ბრალდება პოლიტიკური პარტიის მიმართ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ეს ინფორმაციები არის ფაქტებად შემოსაღებული საკითხები, სარჩელი არ ეყრდნობა არცერთ მტკიცებულებებს.  4 ოქტომბერს, რომ ჩაწერ ჩვენ პოლიტიკურ პარტიაზე და იტყვი - რომ თითქოს 4 ოქტომბერს ველოდებოდით დიდი გულისყურით... თქვენ იცით, რომ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვინც პირველივე დღიდანვე იძახდა ჩვენი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომ ეს იყო ავანტიურა, პროვოკაცია, რომელიც იგეგმებოდა სუს-ის ოფისში" - აცხადებს ბერდია სიჭინავა.

მსგავსი სიახლეები