ივანიშვილი, წინა ხელისუფლების დროს, ქველმოქმედების სანაცვლოდ კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებდა - დეკანოიძე
ბიძინა ივანიშვილი წინა ხელისუფლების დროს, ქველმოქმედების სანაცვლოდ, კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებდა - ასე პასუხობს ხატია დეკანოიძე ირაკლი კობახიძის განცხადებს, რომელიც ამბობდა, რომ „წინა ხელისუფლების დროს“ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას ეწეოდა და აფინანსებდა სხვადასხვა უწყებებს. “
დეკანოიძემ ის კონკრეტული პროექტები გაიხსენა, რომელიც მისი თქმით, ივანიშვილმა მაშინდელი ხელისუფლებისგან “ფეხების ბაკუნით“ მოითხოვა.
ენმ-ის ლიდერის თქმით, “ოცნების“ დამფუძნებელს არაფერი აინტერესებს ქველმოქმედებისთვის, “მას აინტერესებს მხოლოდ ის, რომ საკუთარი ქონება გააათმაგოს,“
შსს -ში ვმუშაობდი, პოლიციის რეფორმაში ვიყავი ძალიან აქტიურად ჩართული და მე მისი გრანდიოზული დახმარება არ მახსენდება. იმ დახმარებაში, რომელსაც ის ვითომ უწევდა ქართულ სახელმწიფოს, მას ქართული სახელმწფიო არ ანერვიულებდა და იგი კონკრეტულად თხოულობდა სხვა რაღაცებს. მაგალითად, მას უნდოდა რიყის პარკზე უზარმაზარი პანორამას თუ პარაგრაფის სტილის შუშის შენობის ჩადგამ, რომელზედაც იყო, მისი მხრიდან გაჟღერებული სურვილი, რომ მიგვეცა მისთვის რიყის პარკი. თხოულობდა ბევრ რამეს, მაგალითად მთაწმინდაზე, მთელ თბილისს რომ დაჰყურებს, რაღაც ნერონის სტილში, იმ შენობის აშენებაც, იყო კონკრეტულად მისი სურვილი და მოთხოვნა ფეხების ბაკუნით საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ივანიშვილი არასდროს არაფერს აძლევს არავის, მათ შორის ქართული სახელმწიფო, რომელიც მას არ აინტერესებს ქველმოქმედებისთვის, ის აძლევს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი ქონება გააათმაგოს, - განაცხადა დეკანოიძემ.
რა თქვა კობახიძემ:
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ სხვა ტიპის საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებდა, არამედ საჯარო მსახურების ხელფასებსაც კი ასუბსიდირებდა. ბატონი ბიძინა ივანიშვილი 2008 წლამდე ეხმარებოდა სახელმწიფოს, ჯარის რესურსების გაძლიერებაში, პოლიციის რესურსების გაძლიერებაში, საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციის საქმეში ჰქონდა თავისი წვლილი, ის ემსახურებდა სახელმწიფოს განმტკიცების საქმეს, - თქვა კობახიძემ.