კალაძე რომ 2-ს გიწერს, ეს კომპლიმენტად უნდა მიიღო - ირაკლი ნადირაძე

07.12.21 18:25
კალაძე რომ 2-ს გიწერს, ეს კომპლიმენტად უნდა მიიღო - ირაკლი ნადირაძე

ამ კაცს უნივერსიტეტთან შეხებაც კი არ ჰქონია -თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ,,ენმ"-ს წევრი, ირაკლი ნადირაძე, დედაქალაქის მერის შეურაცხყოფას კომპლიმენტად იღებს.

სასაცილოა, კახი კალაძე, რომელსაც არც სკოლებთან, არც უნივერსიტეტებთან, შეხება რომ არც კი ჰქონია, ეს ადამიანი 2-ს რომ გიწერს, უფრო კომპლიმენტად უნდა მიიღო. ეს კაცი გამორჩეულია ცინიზმით, სამარცხვინო საქციელებით. არ ღირს ამ სამარცხვინო ადამიანის სამარცხვინო საქციელებზე პასუხის გაცემა - ამბობს ირაკლი ნადირაძე.

დღეს გამართულ თბილისის საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს ოპოზიციონერი დეპუტატები და დედაქალაქის მერი დაუპირისპირდნენ. 

კახა კალაძემ ირაკლი ნადირაძეს მიმართა - დაჯექი, ირაკლი, ორიანი, საკრებულოს ჯამბაზი გახდი! 

ოპოზიციონერმა დეპუტატმა დედაქალაქის მერი კორუფციასა და ნეპოტიზმში დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები