დაპირისპირება ტიკარაძე-ღარიბაშვილს შორის? - ამირან გამყრელიძის პირველი კომენტარი
საკოორდინაციო საბჭოს ჩაშლილი ბრიფინგის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პირველი კომენტარი "ტვ პირველთან" გააკეთა.
ამირან გამყრელიძე საბჭოს სხდომაზე დაპირისპირებას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ მთავარი განხილვის თემა ე.წ. მწვანე პასპორტების საკითხი იყო.
"პირველების" კითხვაზე, რატომ არ ჩამოვიდა, ჯანდაცვის გუნდი ბრიფინგების ოთახში, გამყრელიძე განმარტავს, რომ მათ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, რადგან საბჭოს ახალი გადაწყვეტილებები არ მიუღია.
ღიბრაძე ხომ გამოვიდა და ხომ გააკეთა კომენტარი? არ იყო ისეთი სათქმელი, რომ პრესკომფერენციაზე ჯანდაცვას ეთქვა. სიახლე ჯანდაცვის სამინისტროს გადასახედიდან არაფერი იყო.
იყო განხილვა (ე.წ. მწვანე პასპორტებზე), არავითარი დაპირისპირება"- თქვა გამყრელიძემ.
კითხვაზე, რა პოზიცია აქვს პრემიერს "მწვანე პასპორტებთან" დაკავშირებით, გამყრელიძემ თქვა, რომ "ყველაფერი განხილვის ეტაპზეა".
ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერს შორის მწვავე უთანხმოებამ დღეს პიკს მიაღწია. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ურთიერთობა იმდენად გამძაფრდა, რომ გუშინ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დატოვეს. არც ერთ მათგანს მედიასთან განმარტებები არ გაუკეთებია.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ე.წ. უვადო მწვანე პასპორტის საკითხი გახდა, რომლსაც ჯანდაცვის გუნდი ღიად ეწინააღმდეგება.