მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია!- ელენე ხოშტარია

03.11.26 15:08
მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია!- ელენე ხოშტარია

მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია! - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის ლიდერი, ელენე ხოშტარია წერს. 

"სანამ არ შევეჩვევით იმას, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს სამართლებრივი მექანიზმებით და არა პოლიტიკური მოტივით თუ არაადამიანობით, მანამდე ერთ წრეზე ვივლით"- აღნიშნავს პოლიტიკოსი. 

ჩვენი ბრძოლა ცივილიზაციური ბრძოლაა. ეს არ არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ეს არის ბრძოლა ადამიანზე ორიენტირებული სისტემის შექმნისთვის!

აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც საზოგადოებას, ყოველთვის გვაქვს მორალური უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა. ჩვენ ჩვენი ფასეულობების ჩამოყალიბებისა და კრისტალიზაციის პროცესში ვართ.

ძალიან მნიშვნელოვანია, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებსა და მტრებსაც კი, რომელთაც უსამართლოდ ექცევა სისტემა. ამგვარი მეთოდებით ბრძოლა რომ  მიუღებელია, სწორედ იმ ადამიანებზე უნდა თქვას საზოგადოებამ, რომლებიც მათთვის სრულიად მიუღებელია. სწორედ ეს გამოგვარჩევს რუსებისგან და „ქოცებისგან“. სწორედ ეს არის ჩვენი ძალა!

ჩვენ არასდროს დავემსგავსებით მათ. შურისძიებაში და ძალადობაში მათ ვერ და არ შევეჯიბრებით. ჩვენ აუცილებლად მოვუგებთ მათ სიმართლის ძალით! - აღნიშნულია წერილში. 

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ "პირველებს" პროკურატურაში უთხრეს, რომ უწყება ღარიბაშვილის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ "ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლია", გამოძიების დაწყებას არ აპირებს. 

ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ ექს-პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. 

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა გუშინ, 2 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფსიქოლოგიური წამების  ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

ადვოკატის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლოში თავად განაცხადა, რომ მასზე ფსიქოლოგიური და მორალური წამება განხორციელდა.

ცნობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ  ღარიბაშვილის „ქრთამის აღების საქმის“ არსებითი განხილვა 2 ნოემბერს დაიწყო. 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახალი ბრალის წარდგენის შემდეგ  პირველად მივიდა პროცესზე, თუმცა ის მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მალევე დახურა.

 2 ნოემბერს გამართულ სხდომაზე კი ექსპრემიერმა განაცხადა:

  •  „მე მინდა, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილიწამებაზე აგებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და დიიდ მნიშვნელობა აქვს, პროცესსი ჩატარდეს გამჭვირვალედ“.

 

მსგავსი სიახლეები