მოგიწოდებთ მოხვიდეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 18 ნოემბერს - სტუდენტებმა გივი მიქანაძეს განცხადებით მიმართეს

03.11.26 15:17
მოგიწოდებთ მოხვიდეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 18 ნოემბერს - სტუდენტებმა გივი მიქანაძეს განცხადებით მიმართეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ განცხადებით მიმართა გივი მიქანაძეს და მოუწოდა 18 ნოემბერს შეხვდეს სტუდენტებს, რათა მონაწილეობა მიიღოთს ღია დისკუსიაში.

განცხადების ავტორების თქმით, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ცვლილებებმა აკადემიურ სივრცესა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებში უკმაყოფილება გამოიწვია და მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა.

სტუდენტების შეფასებით, რეფორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით გარანტირებულ ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებას  უნივერსიტეტისთვის.

ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხები – რა არგუმენტებზე დაყრდნობითაა შემუშავებული განათლების სისტემაში შემოტანილი ცვლილებები და რა გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი ჩვენი განათლების ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და ახალგაზრდების სამომავლო შესაძლებლობებზე.

ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითთმართველობა, როგორც, სტუდენტების მიერ არჩეული ლეგიტიმური ორგანო, მოგიწოდებთ მოხვიდეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 18 ნოემბერს და მონაწილეობა მიიღოთ ღია დისკუსიაში. აქ გექნებათ საშუალება გასცეთ პასუხები სტუდენტებს, რომლებიც თვლიან, რომ თქვენ მიერ ინიცირებული განათლების რეფორმა აზიანებს განათლების სისტემას"- წერენ განცხადებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები.