პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ლოგოდან ამოიღეს, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ
"ნაციონალური მოძრაობის მიერ "ოპოზიციური ალიანსის" დატოვებას "ოცნებაში" შეფასებები მოჰყვა - შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ალიანსში შემავალი ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო.
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა "ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ლოგოდან „ნაციონალური მოძრაობის“ ამოღებასას.
"ლოგოდან ამოიღეს, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ" - თქვა პაპუაშვილმა.
- ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსმა“ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოაქვეყნა ახალი ლოგო, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ დატანილი აღარაა.
„ლოგოდან ამოიღეს, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ, ვინაიდან ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. ლოგოსა და სიმბოლოებს მნიშვნელობა არ აქვს. იქ ვინ არ არის „ნაცი“? ბოკერია არაა „ნაცი“, გვარამია თუ ჯაფარიძე? ესენი ყველა იყვნენ „ნაცმოძრაობის“ ფორმალური ლიდერები, არათუ რიგითი წევრები, ისინი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ლიდერები, ხელმძღვანელები, თავმჯდომარეები. „ნაციონალური მოძრაობა“ არიან ისინი. თვითონ საუბრობდნენ გენეტიკურ კოდზე და მათი გენეტიკური კოდი არის „ნაციონალური მოძრაობა“. დანარჩენი სპექტაკლი, რასაც დგამენ, თითქოს სხვადასხვა პარტია არიან, შემდეგ პარტიების ალიანსს ქმნიან და მერე ეს ალიანსი იშლება, ეს სპექტაკლი ქართველ ხალხს არაერთხელ გვაქვს ნანახი. იმედი მაქვს, ამ სპექტაკლს წერტილს დაუსვამს საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც სწორედ იმას ვამტკიცებთ, რომ ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზმი, რომელთანაც საქმე გვაქვს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციის ალიანსი დატოვა - ამის შესახებ ინფორმაცი ენმ-ს დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა დაადასტურა.
ფავლენიშვილმა თქვა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ენმ აღარ იღებდა მონაწილეობას არც შეხვედრებში, არც რაიმე ტიპის აქტივობაში