ბერას და მამამისს ჩვენება აქვთ მისაცემი - კახა კუკავა

03.11.26 17:01
ბერას და მამამისს ჩვენება აქვთ მისაცემი - კახა კუკავა

 

 

"ირაკლი, მორჩი ორ სკამზე ჯდომას და ბოლომდე ილაპარაკე" - ასე მიმართავს "თავისუფალი საქართველოს” ლიდერი პატიმრობაში მყოფ ექს-პრემიერს.

კუკავა ამბობს, რომ ახლა ღარიბაშვილმა ხმამაღლა უნდა ისაუბროს, "როგორ ინიშნებოდნენ მოსამართლეები და ვისგან იღებდნენ ისინი დაკვეთებს".

"როგორც ბერას და მამამისს აქვს მისაცემი ჩვენება, ასევე ირაკლი შენც უნდა მისცე ჩვენება" - ამბობს კახა კუკავა. 

პოლიტიკოსი სუს-ის ექს ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის დაკითხვასაც აყენებს დღის წესრიგში. 

ის, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულება ჯიბეში უდევს პირადად ივანიშვილის ოჯახს და როდესაც ყოფილი პრემიერი საუბრობს, რომ უშიშროების სამსახურის უფროსმა მას მოსთხოვა ბრალის აღიარება და წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა ახალი საქმის აღძვრით, და რაც მთავარია ამ წერილის შემდეგ ეს დადასტურდა იმით, რომ 2 დღეში მართლაც აღიძრა ახალი საქმე და დაიწყო ახალი საქმის გამოძიება, ეს არის დამთავრებული ამბავი, რომ მთლიანად ის ოჯახური კლანი, რომელიც იმყოფება დღეს საქართველოს სათავეში, ეს არის კრიმინალური, ბანდიტური კლანი. ოღონდ ერთი, რაც მინდა ვუთხრა ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც ბერას და მამამისს აქვს მისაცემი ჩვენება, ასევე ირაკლი შენც უნდა მისცე ჩვენება, მოყევი, როგორ ინიშნებოდნენ მოსამართლეები, რამდენს უხდიდნენ ჯიბეში ბონუსებს, როგორ და ვინ აძლევდნენ დაკვეთებს. არ თქვა ხალა, რომ ორი ვადით პრემიერ-მინისტრი იყავი, შენ არაფერი იცოდი და დანარჩენი ყველამ იცოდა ყველაფერი. ამიტომაც, მდინარაძე აუცილებლად უნდა დაიკითხოს, სამართლებრივად აქ სხვა რაიმე ალტერნატივა არ არსებობს, მაგრამ ღარიბაშვილმაც ამ ორ სკამზე ჯდომას თავი უნდა დაანებოს და თუ დაიწყო ლაპარაკი, უნდა ილაპარაკოს ბოლომდე და მათ შორის, როგორ არის მოწყობილი სასამართლო კორუფცია. რაც იცის ამის შესახებ, ყველაფერი საზოგადოებას უნდა უთხრას", - განაცხადა კახა კუკავა. 

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა გუშინ, 2 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფსიქოლოგიური წამების  ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

ადვოკატის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლოში თავად განაცხადა, რომ მასზე ფსიქოლოგიური და მორალური წამება განხორციელდა.

საქართველოს პროკურატურა გამოძიების დაწყებას არ აპირებს. ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყებაში "პირველებს" უთხრეს, რომ ექს-პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. 

  • ცნობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ  ღარიბაშვილის „ქრთამის აღების საქმის“ არსებითი განხილვა 2 ნოემბერს დაიწყო. 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახალი ბრალის წარდგენის შემდეგ  პირველად მივიდა პროცესზე, თუმცა ის მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მალევე დახურა.

 2 ნოემბერს გამართულ სხდომაზე კი ექსპრემიერმა განაცხადა:

  •  „მე მინდა, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილიწამებაზე აგებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და დიიდ მნიშვნელობა აქვს, პროცესსი ჩატარდეს გამჭვირვალედ“.