"ოცნებაში" ღარიბაშვილის განცხადებებს "კომედიური ჟანრის წერილები" უწოდეს
"ოცნების" წევრი, ირაკლი კირცხალია ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გაკეთებულ განცხადებებს, "კომედიური ჟანრის წერილებს" უწოდებს და აცხადებს, რომ ასეთი გზავნილებზე კომენტარის გაკეთება არასერიოზულია.
კირცხალიას ვერ ხვდება, რომელ წამებაზე საუბრობს პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერი.
რომელ წამებაზე საუბრობს? კარგით, უბრალოდ არასერიოზულია ამაზე სერიოზული კომენტარი გაკეთება. თუ საჭიროდ ჩათვალა საგამოძიებო უწყებამ, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს, დამერწმუნეთ დაიწყება.
ძალიან სამწუხაროა, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან ვისმენთ ასეთ განცხადებებს. ვუყურებთ ამ რაღაც კომედიური ჟანრის წერილებს და მერე ძალიან სამწუხაროა, რომ გეხმიანებიან "კოლექტიური ნაცმოძრაობის" მეხოტბეები. ნებსით თუ უნებლიეთ გამოდიხარ და ჯდები იმ ნავში, რომელი ნავიც პოლიტიკურად ჩაძირულია", - აცხადებს ირაკლი კირცხალია.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა გუშინ, 2 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფსიქოლოგიური წამების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
ადვოკატის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლოში თავად განაცხადა, რომ მასზე ფსიქოლოგიური და მორალური წამება განხორციელდა.
საქართველოს პროკურატურა გამოძიების დაწყებას არ აპირებს. ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყებაში "პირველებს" უთხრეს, რომ ექს-პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
- ცნობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ ღარიბაშვილის „ქრთამის აღების საქმის“ არსებითი განხილვა 2 ნოემბერს დაიწყო.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახალი ბრალის წარდგენის შემდეგ პირველად მივიდა პროცესზე, თუმცა ის მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მალევე დახურა.
2 ნოემბერს გამართულ სხდომაზე კი ექსპრემიერმა განაცხადა:
- „მე მინდა, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილიწამებაზე აგებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და დიიდ მნიშვნელობა აქვს, პროცესსი ჩატარდეს გამჭვირვალედ“.